„პუტინი არავის პატიობს მის შეშინებას და მით უმეტეს, საჯაროდ დამცირებას”- პოდოლიაკი

88
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო დაღუპვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პოდოლიაკმა UNIAN-ს განუცხადა, პრიგოჟინის სიკვდილით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ბუნტი მოაწყო.

„უკვე შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა. ერთადერთი დაინტერესებული პირი – მხოლოდ რუსეთის დიქტატორია. პუტინი არასდროს პატიობს საკუთარ შიშს. მით უმეტეს, ის არ პატიობს მასშტაბურ საჯარო დამცირებას და მით უმეტეს, გუშინდელი ფავორიტის პირად ღალატს. ხოლო პუტინი, შეგახსენებთ, უკიდურესად შეშინებული შეშინებული იყო 223 წლის ივლისში, როცა ბრიგოჟინმა მოსკოვისკენ მარშს გაუწია ორგანიზება. შეშინებული იყო ყველა მნიშვნელობით – ის აცნობიერებდა, რომ არ არსებობს არანაირი კონტროლი.

პრიგოჟინის აჯანყებამ, თუნდაც ჩაფლავებულმა, ცალსახად და ელვის სისწრაფით გაანადგურა ყველა მითი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი წლების მანძილზე ქმნიდა – მითი საკუთარ სიძლიერეზე, მითი უშიშროების ძალების შესახებ, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ „ვაგნერელებს“, მითი ლოიალური ელიტის შესახე, მითი საკუთარი უპირობო პოპულარობის შესახებ ელექტორატში. ეს ყველაფერი დაინგრა.

რაც ყველაზე მთავარია, მან ყველას უჩვენა, მათ შორის დასავლეთის ელიტასაც, რომ პუტინს შეუძლია, ისტერიულად ეშინოდეს, რომ ის შეიძლება პანიკაში ჩავარდეს, გაიქცეს და დაიმალოს“ – აცხადებს პოდოლიაკი. 

მისივე თქმით, აჯანყების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინს გადარჩენის შანსი არ ჰქონია.

„სინამდვილეში, ჩემი აზრით, პრიგოჟინს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მოსკოვიდან 200 კილომეტრში ამბოხებულთა მარშის შეჩერების შემდეგ, მან ხელი მოაწერა საკუთარი გარდაუვალი სიკვდილის ორდერს. ერთადერთი კითხვა იყო, როდის, როგორ, რა შემადგენლობით მოხდებოდა ეს. პუტინმა, კლასიკური რუსული ტრადიციით, ეს გააკეთა რაც შეიძლება დემონსტრაციულად, საჩვენებლად და დროულად“, – ამბობს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, დღეს, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.

როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.