ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამჟამად მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.
„მას ჯერ კიდევ მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები აქვს. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, ნამდვილად რთულია. ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად აღიქვამს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა.
ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღფრთოვანებას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ – მათი სიმამაცისა და გამძლეობისთვის.