პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს.
“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს – გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. პროკურატურას უნდოდა, რომ მე მონაწილეობა მიმეღო გასაუბრებაში ისე, რომ მას გამოძიება არ დაუწყია. ბუნებრივია, ამას კანონი არ ითვალისწინებს. მათ ამ პროცედურის ჩატარება უნდოდათ იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილის მფარველობა გაადვილებოდათ. მე უნდა მივხმარებოდი მათ შალვა პაპუაშვილის მფარველობაში და შალვა პაპუაშვილის ძალადობის წინააღმდეგ გამოძიების არ დაწყებაში. მე ვუთხარი, დაიწყეთ გამოძიება. განცხადებებზე არსებობს გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი. დანაშაულზე პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების ვალდებულება. როგორც კი დაიწყებთ ოფიციალურ გამოძიებას, მე აქ მოვალ და გასაუბრების ფარგლებში მოგცემთ ჩვენებას როგორც მოგეცი”. – თქვა მეზვრიშვილმა.
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში 21 აგვისტოს დაიბარეს.