პრიგოჟინი პუტინის მკაცრი კრიტიკის შემდეგ თავის სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდეს – Politico

154
spot_img

„ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ფრთხილად უნდა იყოს ჩაის დალევისას, რადგან კრემლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკაცრი კრიტიკისთვის იგი შესაძლოა, დასაჯოს, – ამის შესახებ Politico ირონიულ და ანალიტიკურ სტატიაში წერს.

„ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება ან გამოწვევა საშიში თამაშია, რომელიც ხშირად კრიტიკოსის მოულოდნელი გარდაცვალებით მთავრდება“, – აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.

Politico იხსენებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ცნობილი რუსების იდუმალი სიკვდილის ტალღამ მთელი რუსეთი მოიცვა: სულ მცირე შვიდი რუსი ოლიგარქი დაიღუპა უცნაურ გარემოებებში და ასევე დაფიქსირდა მრავალი ცნობილი ჩინოვნიკის უეცარი სიკვდილი.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა, შესაძლოა სხვა რუსი მაღალჩინოსნების მსგავსად „მოულოდნელად“ ფანჯრიდან გადავარდეს ან ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლოს.