,,პრეზიდენტმა ხალხს რაც დაჰპირდა, აბსოლუტურად ყველაფერი უკუღმა გააკეთა”- გურამ მაჭარაშვილი

71
spot_img

პრეზიდენტმა ხალხს რაც დაჰპირდა, აბსოლუტურად ყველაფერი უკუღმა გააკეთა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ამბობდა, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი ვიქნებიო და პოლარიზების სიმბოლო – გვარამია შეიწყალა; ამბობდა, რომ ვიბრძოლებ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოსო და ამ დროს ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველომ დამსახურებულად არ მიიღო კანდიდატის სტატუსი; ამბობდა, რომ კონსტიტუციის გარანტი ვიქნებიო და ამ დროს რამდენჯერმე და ბოლოს უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ოფიციალურად დაიწყება იმპიჩმენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურებს ხვალიდან დაიწყებს. უმრავლესობის სხდომაზე ქართული ოცნება 50 ხელმოწერას შეაგროვებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა. ამის შემდეგ საკითხი საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა. იმისათვის რომ იმპიჩმენტი შედგეს, დეპუტატების 100 ხმა არის საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 1-ელ სექტემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.