“პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ” – შალვა პაპუაშვილი

204
spot_img

პრეზიდენტი თავისი ქმედებებით საერთო ჯამში აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, ესაა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ნიშანი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა თუ კონსტიტუცია და კანონი არის მნიშვნელოვანი, არამედ ცალკეული ადამიანის სურვილი. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზე მიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ თავიც კი მოიწონოს. აი ამ მესიჯით, როცა პრეზიდენტი ჩადის სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა?! რა ვართ ჩვენ?! როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, ამის შემდეგ შედეგი და მისი ქმედებების შინაარსიც არ იქნება ქართველი ხალხის სასარგებლო. “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.