პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია -პრემიერი

14
spot_img

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებთ საქართველოს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი.

„ორი წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და, ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, 26 მაისს ოპოზიციის აქციის გააქტიურებას. თუმცა ნახეთ, რომ 3 000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე, არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა, თუ არ ვცდები, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“, – განაცხადა კობახიძემ.