პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

10
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები, აღინიშნა ტურიზმისა და განათლების სფეროში პარტნიორობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რათა ქვეყანამ OECS- ის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.