პოლონეთში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების მობილიზაცია გამოცხადდა

27
spot_img

პოლონეთის რიგ რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, რეზერვისტები გაწვევის პუნქტებში ექვსიდან თორმეტი საათის პერიოდში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია ეხება სამხედროებს პოდლიასკის, მაზოვეცკის, ლუბლინის, პოდკარპატის, პომორსკის, ვარმინო-მაზურის, კუიავო-პომორსკის, ლოდზის, სვიატოკშისა და მალოპოლსკის რეგიონებს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.