პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის გამოც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვედა სილეზიის სავოევოდოს ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ისეთი ვითარებაა, რომ მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მისვლა.
ძლიერი წვიმისგან ადიდებულმა მდინარე გლუხოლაზიმ ორი ხიდი დაანგრია.