პოლონეთმა ბელორუსია საზღვრის გარღვევაში და ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე [ტვიტერზე] გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მიგრანტების ჯგუფი ცდილობს საზღვარზე ღობეების დანგრევას.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე პოლონეთის არმიის ყოფნის გაძლიერების წყალობით, რუსეთისა და ბელორუსის გეგმა ჩაიშალა.
„პოლონეთის საზღვარზე ბელორუსის მიერ განხორციელებული თავდასხმა მიზნად ისახავდა პოლონეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას. საზღვარზე პოლონეთის არმიის ყოფნის გაძლიერების გამო რუსეთისა და ბელორუსის გეგმა ჩაიშალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ამბობენ, ვიდეო პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზეა გადაღებული. მიგრანტები ბელორუსის მხრიდან შეღწევას ცდილობენ, მეორე მხრიდან კი შეიარაღებული ჯარისკაცები აკვირდებიან. კონკრეტულად როდის მოხდა ინციდენტი, უცნობია.