პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა

92
spot_img

პოლონეთმა ბელარუსის საზღვრის მახლობლად სოფელ ჩარტაევში  ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

12 ნოემბერს, ჩარტაევში, თავდაცვის მინსიტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა მონაწილეობა მიიღო ახალი სამხედრო ნაწილის გახსნაში და შეხვდა ახალი 1-ლი ქვეითი დივიზიის ჯარისკაცებს.

აღნიშნულია, რომ სოფელში უკვე განლაგებულია სამხედრო ქალაქი, უახლოეს წლებში კი იგეგმება მუდმივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ქვედანაყოფის შექმნის პირველ ეტაპზე აქ ასზე მეტი ჯარისკაცი განთავსდება, სამომავლოდ კი მუდმივდ რამდენიმე ასეული სამხედრო.

ქვედანაყოფი შეიარაღებული იქნება პოლონეთისთვის ბოლო წლებში შეძენილი თანამედროვე აღჭურვილობით – K2-ის ტიპის ტანკებით,  Rak-ის ტიპის ნაღმტყორცნებით, Poprad-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით.