“პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს” – დონალდ ტუსკი

28
spot_img

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

პოლონეთის პრემიერის თქმით, მან ვარშავის ეს პოზიცია როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ისე აშშ-ის ლიდერს, ჯო ბაიდენს უკვე გააცნო.

„შემიძლია, გავიმეორო, რაც მაკრონს ვუთხარი, რაზეც სხვა ლიდერებსაც ვესაუბრე, მათ შორის პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის გამორიცხვა არ შეიძლება.