შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.