,, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს” – კობახიძე

145
spot_img

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები, ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან. “თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც იგივე სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, როდესაც ქორწილი გაიმართა და ასევე გვახსოვს დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. იგივე ლაშა ბუღაძე, როგორ ცრემლნარევი პოსტით გამოეხმაურა ამ ქორწილს, სააკაშვილის იქ სტუმრობას და ასე შემდეგ. დღეს ზუსტად იგივე ადამიანები გამოდიან ამ ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს პოლიტიკური მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე. ესენი არიან ხოშტარია, მელია და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.