პიროტექნიკა ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო – ვახტანგ ჩოჩია

28
spot_img

პიროტექნიკის აკრძალვა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. ძალადობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული პოლიციელი დაშავდა, ასევე დაზიანებულია სახელმწიფო ქონება და არსებობდა ასევე ხანძრის გაჩენის საფრთხე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა. ვახტანგ ჩოჩია ასვე გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების აკრძალვას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, გაუმარტივდება პოლიციას იდენტიფიცირება ნებისმიერი პოლიციელისთვის და შესაბამისად მარტივი გახდება საზოგადოებისთვის დაინახოს ვინ უჭერს რეალურად ძალადობას მხარს და ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოში არსებულ მშვიდობას“, – განაცხადა ვახტან ჩოჩიამ.

მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციის და შეკრება-მანიფესტაციებზე ნიღბების ტარების რეგულაციების საკითხს.