,,ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული”- ირაკლი ქადაგიშვილი

5
spot_img

არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეები ფასადურად თითქოს მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური საქმეები იყო, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებით რეალურად ფერადი რევოლუციებისთვის განკუთვნილი ბაზა იყო შექმნილი.

„ჩვენ გვახსოვს, რომ მათ შორის არჩევნებზე სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის არჩევნებში, ლაპარაკია ISFED-ზე, პირდაპირ იყო გამოყენებული არჩევნების შედეგების დისკრედიტაციისათვის. ეს ხომ ფაქტებია და ამ ფაქტების აღიარებაც ხომ გვახსოვს, როგორ არ უნდოდათ, როგორ უჭირდათ, თვეების განმავლობაში მალავდნენ. ახლაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რაც აბრაც აქვთ გამოკრული. სინამდვილეში ამ აბრის უკან სწორედ ეს რევოლუციები იგულისხმებოდა და ეს არასანქცირებული ჩარევები ქართულ პოლიტიკაში, რაც ყველა დემოკრატიული, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის, ყველა დიპლომატიის წესით აკრძალულია. მაგრამ როდესაც მიზანი არის – მათივე დამკვიდრებული ფრაზა „რეჟიმ ჩეინჯინგი“ და არა არჩევნების შედეგების პატივისცემა, მაშინ ამ ბრძოლის დროს ყველანაირი ხერხი, როგორც ჩანს, დასაშვებია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.