
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ბაბუის დაბადების მოწმობის ასლი გადასცა.
მერცის თქმით, ტრამპის გერმანული წარმომავლობის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს.
„ეს დონალდ ტრამპის ბაბუის დაბადების მოწმობაა, მისი სახელი იყო ფრიდრიხი“, – განაცხადა მერცმა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ძლიერი გერმანული სახელია.
ტრამპმა გერმანიის კანცლერს გულწრფელი მადლობა გადაუხადა.