მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი, ფრენსის ფორდ კოპოლა ჟურნალ Variety-ს უჩივის და მათგან $15 მილიონს ითხოვს, რადგან ერთ-ერთ სტატიაში ფილმ Megalopolis-ის გადასაღებ მოედანზე მის ქცევას “არაპროფესიონალური” უწოდეს.
სარჩელში, რომელიც ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში ოთხშაბათს შევიდა, კოპოლას ადვოკატები 85 წლის რეჟისორს “შემოქმედებით გენიოსს” უწოდებენ. “ზოგ ადამიანს გენიის შურს, ამიტომ მას ამცირებენ და დაუფიქრებელ სიცრუეს ავრცელებენ მის შესახებ,” — წერია სარჩელში.
26 ივლისს Variety-მ Megalopolis-ის გადაღების პროცესზე სტატია დაწერა, სადაც ითქვა, რომ წვეულების სცენის გადაღებისას კოპოლა ფონური მსახიობების კოცნას ცდილობდა, რათა “ხასიათზე მოეყვანა”.
სტატიას ორი ვიდეოც ერთვოდა, სადაც, ავტორის თქმით, ასახული იყო, როგორ ცდილობდა კოპოლა მდედრობითი სქესის დამატებითი მსახიობების იძულებით კოცნასა და ჩახუტებას, “რის დროსაც კადრებში ჩნდებოდა და სცენებს აფუჭებდა.” სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ფილმი, რომლის გადაღებაც $120 მილიონი დაჯდა, თავად ფრენსის ფორდ კოპოლას დაფინანსებული იყო, ამიტომ ჩეკები და ბალანსები მუდამ არეული იყო. ფილმზე არ მუშაობდა არცერთი HR-ის თანამშრომელი, რომელთანაც მოედანზე დასაქმებულ ადამიანებს პრეტენზიის გამოთქმა შეეძლებოდათ.
კოპოლა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს სტატია მას “ზიზღის, უპატივცემულობის, დაცინვისა და საჯარო დამცირების” ობიექტად გახდას ისახავს მიზნად და რეჟისორს არაკომპეტენტურ, ფულის მფლანგველ ინდივიდად წარმოაჩენს.