ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნის უფლება ეზღუდებათ.
„გუბერნატორმა დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, 14 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა, ხოლო 14 და 15 წლის ბავშვებს სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა მხოლოდ მშობლების თანხმობით შეეძლებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კანონი ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.
„სოციალური მედია ზიანს აყენებს ბავშვებს სხვადასხვა გზით. კანონმდებლობა მშობლებს შვილების დაცვის უფრო დიდ შესაძლებლობას აძლევს”, – აღნიშნულია დესანტისის განცხადებაში.