გვარამიას რა რესურსი აქვს, ამაზე დიდი წარმოდგენა მაინცდამაინც არ მაქვს. „გოუ გოუ ჟენიათი“ დაიწყო თავისი განახლებული პოლიტიკური კარიერა. „გოუ გოუ ჟენიამ“ რას უნდა მიაღწიოს პოლიტიკაში, საზოგადოება ამას ნახავს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო, და ძალიან გაუჭირდა იმ ბრიფინგის ჩატარება, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გააჟღერა.
„თვითონ არ სიამოვნებდა იმ გადაწყვეტილების გახმოვანება, რომელიც მიიღეს – არ მინდა ვთქვა „მიიღო“. მისთვის ადამიანურადაც მიუღებელი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების გახმოვანება, როდესაც კონკრეტული ადამიანი რეზიდენტს გეძახის და პირდაპირ ბილწსიტყვაობს შენ მიმართ, ასეთი კაცის შეწყალების დროს ვერ გამოხვალ სხვანაირად. ფერი არ ედო სახეზე პრეზიდენტს, როცა ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა. დამოუკიდებელი არ იყო ის ამ ქმედებაში, ეს ცხადია“, – განაცხადა კობახიძემ.