„ფანჩატურიზაცია“ კრახით დასრულდება”- გურამ მაჭარაშვილი

25
spot_img

„ფანჩატურიზაცია“ კრახით დასრულდება, პოლიტიკოსებმა თქვეს, პრეზიდენტმა კი მიგვიწვია, მაგრამ გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო – ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრას.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ყველა ინიციატივა, რაც აქამდე ჰქონდა, წარუმატებლად დასრულდა.

„ფორმალური პრეზიდენტის ყველა ინიციატივა კრახით დასრულდა. სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა იმის ძალა, რომ ბოლო გამოსვლა მაინც ჰქონოდა ისეთი, რომ ისტორიაში არ ჩაწერილიყო, როგორც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადამდგმელი, კონსტიტუციის დამრღვევი და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხმყოფელი პრეზიდენტი. მან ეს არჩევანი თავად გააკეთა, ჩაიწერა ისტორიაში როგორც პრეზიდენტი, რომელმაც უგულებელყო კონსტიტუცია, ფიცი, საკუთარი საზოგადოება, სახელმწიფო გააშავა და ისე წავიდა ამ პოსტიდან. ეს არჩევანი მან თავად გააკეთა. რაც შეეხება იმ ე.წ. ფანჩატურიზაციას, ესეც კრახით დასრულდება. გუშინვე ვნახეთ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, პრეზიდენტმა კი მიგვიწვია, მაგრამ იქ პოლიტიკაზე და გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო. თუ ჭეშმარიტ ურთიერთობებზე საუბრობენ და მგელის და კრავის ერთად ძოვაზე, ეს მათი საკითხია. ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს იქ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.