“პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია”-პაპუაშვილი

226
spot_img

პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია.

„მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა რუსული კანონის სარგებელი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და ამიტომ, ვნახეთ ჩვენ, რომ ზუსტად რუსულმა კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა რუსული კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ამას რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი რუსული კანონი არ არის მიღებული. საქართველოშიც არ გვაქვს რუსული კანონი, თორემ რომ გვქონოდა, გავიგებდით არა მხოლოდ იმას, რა თანხა დაიხარჯა ე.წ. პეტიციის დისტრიბუციად გავრცელებაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში.

რაც შეეხება მარგველაშვილზე ინფორმაციას, გამოჩნდა FARA-დან, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, თურმე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე ეს რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტის მიერ. ფაქტია და ეჭვი დიდია, თავად ეს პეტიციის ტექსტი, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი. დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს და ესეც ფაქტია. სხვა მხრივ, შეიძლება, ვკითხოთ, თავად მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, კომუნიკაცია ლობისტებთან და მეორე – მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.