კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას აღდგომის დღესასწაულს ტაძარში შეხვდება.
„დიახ. ის გეგმავს, რომ ტაძარში შეხვდეს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს ვლადიმერ პუტინი აღდგომის წირვას მოსკოვის მაცხოვრის ცარიელ ტაძარში დაესწრო.