
ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაშია. განვიხილეთ უკრაინის, მთლიანად ჩვენი ევროპისა და ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები.
მთავარი ფოკუსი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. აბსოლუტურად ყველა ხედავს, როგორ სასწრაფოდ საჭიროებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს. ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვაზე ჩვენი შეთანხმებების იმპლემენტაციას ვიმედოვნებთ. Patriot სისტემები თავდაცვითი იარაღია, Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია – სისტემები ხელმისაწვდომია მსოფლიოში, Patriot-ებისთვის რაკეტები ასევე ხელმისაწვდომია, გვექნება თუ არა რუსული ბალისტიკური დარტყმებისგან შესაბამისი დაცვა, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული.
ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ნატო-ს გენერალური მდივნის მადლობელი ვარ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის ამ ომის პირველივე დღეებიდანვე”, – წერს ზელენსკი.