პატრიარქმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ მთავარ პრინციპს რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის, რომელიც ღმერთიდან აქვს ადამიანს დანათლებული და მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე. ამპარტავნობა და ეგოიზმი ეს არის ის რაც, ადამიანს უშლის იფიქროს საერთო სიკეთეზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„იმედი მაქვს პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს. გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, კეთილდღეობის ზრდა და ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც იმყოფება სამყარო, საქართველო მშვიდად გავატაროთ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან, საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.