პასტორი ქრისტესთან შეხვედრის საბაბით მრევლს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა

110
spot_img

კენიაში პოლიციამ პასტორ პოლ მაკენზის მიმდევრების ათობით საფლავი აღმოაჩინა. ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, პოლ მაკენზი იყო ქრისტიანული სექტის „კარგი ამბების საერთაშორისო ეკლესიის“ ლიდერი, რომელშიც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შედიოდა. როგორც გამომძიებლებმა გაარკვიეს, სულიერმა წინამძღოლმა დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომლებსაც სურდათ იესოსთან შეხვედრა, რომ ამის მიღწევა შეიძლებოდა შიმშილით სიკვდილით.

20 აპრილს სამართალდამცველებმა პასტორის კუთვნილ მამულში 12 საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი საფლავების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. პოლიცია აგრძელებს იმ ტერიტორიის გაწმენდას, სადაც „სასიხარულო ამბების საერთაშორისო ეკლესია“ მდებარეობს. 20 აპრილს პოლიციამ ასევე იპოვა სამი გადარჩენილი, მათ შორის 16 წლის გოგონა, რომელიც შიმშილისგან უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო.

აღმოჩენილი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია პარასკევს, 21 აპრილს დაიწყო. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან, რადგან შიმშილით მათი სიკვდილის ალბათობა უფრო მაღალია.

მაკენზის მიმდევრებს შორის სიკვდილის შესახებ პირველი ცნობები 13 აპრილს გამოჩნდა. პოლ მაკკენზი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით ათი ადამიანი ითვლება კულტის მსხვერპლად, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ყველა საფლავის გახსნის შემდეგ დადგინდება.