
უკრაინაში, გასულ ღამით რუსულმა ძალებმა ხარკოვზე “შაჰიდის” ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა 10 კი დაშავდა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარტყმა ექვს ლოკაციაზე მოხდა, რის გამოც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება საოფისე შენობა და სავაჭრო ობიექტი დაზიანდა.
ომში მყოფი ქვეყანა რუსეთის იერიშებზე ამერიკისა და ევროპის სერიოზულ რეაქციას ელოდება, ზელენსკის აცხადებს, რომ ოკუპანტის აგრესია ძირს უთხრის ომის დასრულების საერთაშორისო ძალისხმევას.
“გასულ ღამით, რუსულმა მხარემ 172 საბრძოლო დრონი გამოუშვა უკრაინის მიმართულებით, საიდანაც 100-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის იყო. უპილოტოების ასეთი მასშტაბური დარტყმები, ასევე სარაკეტო, ბალისტიკური საფრთხეები ფაქტობრივად ყოველდღიურია. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის ეს დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენს ხალხზე, არამედ მთელ საერთაშორისო ძალისხმევაზე, დიპლომატიაზე, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას. რუსეთი ამ დარტყმებით ზიანს აყენებს ყველას პოზიციას, ვისაც ომის დასრულება სურს. შეუძლებელია ყოველ ღამით ასობით “შაჰიდის” უგულებელყოფა. ჩვენ სერიოზულ რეაქციას ველოდებით. ძლიერი რეაქცია ძალიან საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის, ევროპის და მთელი მსოფლიოს მხრიდან, ვინც ფსონი დიპლომატიაზე დადო. რუსეთს უნდა ვაიძულოთ მშვიდობა. უკვე ზედმეტად დიდი ხანია, მაგიდაზე დევს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთიდან ადეკვატური პასუხი არ არის. რუსეთზე ნამდვილი ზეწოლის შემთხვევაში, უკვე შესაძლებელი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა”, – განაცხავა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.