პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მათი პარტიისთვის წითელი ხაზია.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტია არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ დაადასტურა, რომ მას განახლების რესურსი არ გააჩნია. შეიძლება ვიღაცას არ სჯერა „ნაცმოძრაობის“ მიღმა ვინ ადამიანები დგანან, მაგრამ ეს ხომ ფაქტია და მოცემულობაა. გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს და წერტილი. ჩვენთვის წითელი ხაზია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს ორივე არის ამ ქვეყნის წარსული“, – აცხადებს ანა ბუჩუკური.