პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია – “ერთად ევროპაში” დასრულდა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე.
ცნობილი გახდა რამდენიმე მოთხოვნა.
“პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”,- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
აქციაზე შესრულდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.