
საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამასთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.
ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებით, მათი აქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების და წესრიგის დაცვაა.
პარალელურად, აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.
მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.
ფოტო – “ინტერპრესნიუსი”