პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

13
spot_img

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.

ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონის ჰუმანური მიდგომა გავრცელდება დაახლოებით 2000 პირზე, საიდანაც დიდი უმრავლესობა ფიზიკური პირია, ხოლო 38 კი იურიდიული პირი. ჯარიმის თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 5,5 მლნ ლარს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.