პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს

11
spot_img

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი მედიის წარმომადგენლებს დაატოვებინეს. სხდომათა დარბაზის აივნიდან მედიის გაყვანაზე მითითება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არ ქონის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია პარლამენტის წევრებმა ორჯერ გაიარეს. პირველ ჯერზე 71, ხოლო განმეორებით რეგისტრაციაზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებიან. მათ რეგისტრაცია არ გაიარეს.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და „სოციალ – დემოკრატების“ ჩათვლით სულ 61 დეპუტატი იმყოფება და არა 73, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა.