პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

19
spot_img

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ – ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.)

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.