“ოცნებას” რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ -დავით კირკიტაძე

3
spot_img

ჩვენი გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

არჩევნების დღეს რას გასწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ. არ ეყოფათ მათ რესურსი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ, რანი და რამდენი არიან.
ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.