ოთხი პუნქტიდან რომელია ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს -მამუკა მდინარაძე

68
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადება ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს.

როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის იქნება მზად.

„ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს:

1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი.

2. 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის.

3. 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება.

4. ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.

რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.