,,ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა”- მამუკა მდინარაძე

5
spot_img

რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მოლოტოვის კოქტეილი ქართულ აქციებზე არასდროს არავის უსვრია, ახლა შეგვაჩვიეს ნელ-ნელა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მშვიდობიან აქციას ეძახიან იმ აქციებს, სადაც მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, სადაც ფეიერვერკებს, ცეცხლს ანუ, სახეში ესვრიან.

„ორი მილიონით მეტი იყო ნოემბერში გაყიდული. ეს პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, ორი მილიონის. მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა რასაც ჰქვია და არ გაუტარებს ამ თავხედობას სახელმწიფო არავის. ისე კი არა, მათ სტილში, უბრალოდ კანონის ჩარჩოებში. კანონის ჩარჩოებში არ გაუტარებს სახელმწიფო და სახელმწიფო იდგება მყარად, ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.