ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დაფიქრება შესთავაზა

16
spot_img

ბუდაპეშტი კიევის სამშვიდობო ინიციატივებს აფასებს, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე ფიქრისკენ მოუწოდა, რამაც შეიძლება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დააჩქაროს.

საერთო ბრიფინგზე ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება და თანამშრომლობის შესახებ ფართო ორმხრივი შეთანხმების გაფორმება სურს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მუშაობა ამ შეთანხმებაზე უკვე დაწყებულია. ორბანმა ასევე მხარი დაუჭირა ზელენსკის წინადადებას უნგრეთში უკრაინული სკოლის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინაში უნგრული უმცირესობის საკითხთან დაკავშირებით ნიშანდობლივი პროგრესი შეინიშნება.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა შესაძლოა მომავალში უკრაინასა და უნგრეთს შორის შეთანხმების საფუძველი გახდეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ომის დაწყებიდან პირველად უკრაინაში ჩავიდა.