“ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობები გადააყოლეს სააკაშვილის გულშემატკივრობას – ეს არის პრობლემა. არახამია იქნება ეს, პოდოლიაკი თუ პრეზიდენტის ზელენსკი, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გახსოვთ თქვენ საოცრად არამეგობრული და აუხსნელი ნაბიჯები. იგივე ელჩის გაწვევა ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ელჩის პრაქტირკულად გამოძევება უკრაინიდან. ყველაფერი გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ვის რა ინტერესი გააჩნია. დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საქართველოში ხელისუფლებაში იხილოს მიხეილ სააკაშვილი მარტო იმიტომ, რომ მან ომი გააჩაღოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი 2022 წლის 31 მარტს მოაწერა. საქართველოს ელჩმა კი უკრაინა 2023 წლის ივლისში დატოვა.