,,ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”- პეტრე ცისკარიშვილი 

10
spot_img

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, – შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“.

„ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს [Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი] განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება – ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ “ოცნების” ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.