მგონი, რომ სწორი არის ერთიანი ფრონტი, მაგრამ მაგაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არსებობს სრული გააზრება, რომ ხმები არ უნდა დაიკარგოს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნოდ ხმები არ უნდა დაიკარგოს.
„ხმები არ უნდა დაიკარგოს და ეს ხმები არ უნდა წაიღონ რუსებმა, არ უნდა შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამიტომ რაღაც კონფიგურაციაზე დავლაგდებით. გასაგებია, რომ განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ შეთანხმებადია, საბოლოო ჯამში, ყველაფერი. დავლაგდებით ისეთ კონფიგურაციაზე, რომელიც ივანიშვილს და რუსეთს ხმებს არ დაუთმობს. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ დავლაგდებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.