“ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია” – არჩილ თალაკვაძე

79
spot_img

ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სოიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი საკითხების დაბრალება პრობლემას არ უქმნის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.