„ოპოზიციაში ე.წ. კაცები ქალებს იფარებენ პროვოკაციების შესასრულებლად, ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები, დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ“, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარეთ ბრიფინგს ვატარებდი და პასუხს ვცემდი თქვენს შეკითხვებს, როცა მოვიდა წითლიძე. მე ახლა ქალთან ვერ შევალ პოლემიკაში, ასეთი წესია, ხომ, არ შეიძლება. შეიძლება, სექსისტურია ეს განცხადება, მაგრამ მგონი, არ არის ჩემგან სწორი, რომ ქალთან შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები, რომლებიც არიან ვითომ კაცები ამ ოპოზიციაში, იფარებენ ქალებს ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად. ვერ მოდიან კაცები, მოჰყავთ ქალები. დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.