ოპოზიციაში არც გაერთიანების ძალა აქვთ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ სერიოზულ შედეგს -ირაკლი ქადაგიშვილი

16
spot_img

ოპოზიციაში არც გაერთიანების ძალა აქვთ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ სერიოზულ შედეგს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ღრმა კრიზისია.

„მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ბევრ საკვებს აწვდიან, რათა მათი არსებობა შედეგიანი იყოს, ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს, როგორი იქნება მათი პოზიციონირება მომავალი თვეების დროს. მათ არც გაერთიანების ძალა გააჩნიათ და ვერც ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში აჩვენებენ რაიმე სერიოზულ შედეგს. ეს ის ღრმა კრიზისია, რაშიც ოპოზიციაა. მათ ვერც NDI-ის დაფინანსება უშველით და ვერც უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები, რითიც ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.