
„მე მათ ვურჩევ, რომ მალე გამოვიდნენ პარალელური სამყაროდან, დაბრუნდნენ რეალობაში, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან წააგებენ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას პატარა წარმატების შანსიც კი არ აქვს.
„ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვთ ნულოვანი შანსი გამარჯვების, პატარა წარმატების მიღწევისაც კი. შესაბამისად, ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე არ იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.