ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ ჩვენ ვივლით ეროვნული დროშით და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს აშკარად არ უჭერს მხარს ოპოზიცია და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ ჩვენ ვივლით ეროვნული დროშით და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება. ამით დავიცავთ საკანონმდებლო დონეზე ტრადიციულ ცხოვრებას, რწმენას, ქართულ იდენტობასა და ზოგადად, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველმა გუნდმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა. მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს.