,,ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს” – ჩიხელიძე

97
spot_img

„ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს! რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ოპოზიციის არაჯანსაღი და არაგულწრფელი პროტესტი მოყვა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა.

როგორც ჩიხელიძე წერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული.

მისივე თქმით, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს:

„მივყვეთ ქრონოლოგიურად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ, სააკაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთთან ფრენები და უვიზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, 2012 წელს სააკაშვილმა სრულად აღადგინა უვიზო მიმოსვლა. აღნიშნულ მონაკვეთში სააკაშვილმა რუსებს მიყიდა სტრატეგიული ობიექტები, რუს ტურისტებს კი ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად ხვდებოდა. დღევანდელი ოპოზიცია სააკაშვილს აღტყინებული თვალებით უყურებდა და მოწონების ნიშნად, მის თითოეულ სიტყვას ტაშს უკრავდა. დღეს კი ანალოგიური პოზიციის გამო მთავრობად აკრიტიკებენ, კრიტიკოსსაც ხომ გააჩნია, ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა, ვაშაძე ჯუნიორს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს. ეს ადამიანები საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიურობის შემსუბუქებას აპროტესტებენ. ზოგიერთი აეროპორტთან აქციას აანონსებს, მე უფრო მეტს გეტყვით, საქართველოში ჩამოსულ ჩვენს მოქალაქეებს სირცხვილის დერეფანი ხომ არ მოვუწყოთ? თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, სირცხვილის კორიდორი (коридор)“, – წერს დავით ჩიხელიძე.