ოპოზიცია გამოძიებას ითხოვდა და გამოძიება მიმდინარეობს, მერე იტყვიან, არ მინდა გამოძიებაო, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ -შალვა პაპუაშვილი

1
spot_img

ოპოზიცია გამოძიებას ითხოვდა და გამოძიება მიმდინარეობს, მერე იტყვიან, არ მინდა გამოძიებაო, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ოპოზიციის სახით რა უბედურება და ჭირიც ჰყავს, ქართულმა საზოგადოებამ იცის და შეგუებულია, რეაქცია არ აქვს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ოპოზიციის ტყუილის არა თუ მონაწილეები, არამედ წამქეზებლები არიან.

„გამოძიებას ითხოვდნენ და გამოძიება მიდის, მერე იტყვიან, არა, არ მინდა გამოძიებაო, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ოპოზიციის სახით, რა უბედურება და ჭირი გვყავს, ვიცით, ამას ქართული საზოგადოება შეგუებულია და ვუყურებთ, რეაქცია არ გვაქვს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდებიან შვიდეულები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი ტყუილის არა თუ მონაწილეები, არამედ წამქეზებლებიც არიან. თბილისში, პარლამენტის წინ რამდენიმე დღის წინ რაც ვიხილეთ, სირცხვილია, ამას როგორ კადრულობენ საერთოდ. ჩადიან სხვა ქვეყანაში, სამართლის დარღვევით სხვა ქვეყნის პარლამენტის წინ ტრიბუნაზე გამოდიან და ხალხს მაიდანისკენ მოუწოდებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როგორ უნდა გვასწავლონ ევროპა იმ ხალხმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქცევიან.

„არაევროპული ქცევაა და ამ ხალხმა ჩვენ ევროპა როგორ უნდა გვასწავლონ, როგორ უნდა გვასწავლონ ევროპა იმ ხალხმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით იქცევიან და რა საპარლამენტო ეთიკაზეა საუბარი, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და პარლამენტის წინ მონაწილეობ აქციაში. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ჩავიდეთ რომელიმე ამ ქვეყანაში და მიტინგები ვუტაროთ. ქართველ ხალხს ზემოდან უყურებენ. ზოგიერთებს მივაჩნივართ არასრულფასოვან ქვეყნად, ერად, საზოგადოებად, ფიქრობენ, რომ მათ აქვთ საიდუმლო ცოდნა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და ამ საიდუმლო ცოდნის ქურუმებივით ჩამოდიან და ქართველ საზოგადოებას მენტორული ტონით ელაპარაკებიან. ამას კავშირი ევროპასთან არ აქვს. თუ ადამიანს ჯიბეში უდევს პასპორტი, რომელშიც მისი მოქალაქეობა ევროპის წევრობას ადასტურებს, ეს არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების მიმდევრობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.