
ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე, – ამის შესახებ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ინდოეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.
„[ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება“, – წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.