ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი – ნიკა მელია

10
spot_img

ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი – სამწუხაროა, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მელიას განმარტებით, გულსატკენია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას რუსეთის სასარგებლოდ ცდილობს.

„ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი. ვწუხვარ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ.

ჩვენთვის ძალიან გულსატკენია ის, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლების სადავეებთან პოლიტიკური ელიტა, რომელიც დაუფარავად ცდილობს, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ. ეს არის დასანანი და შესაცვლელი”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან მელიას თქმით, დღეს არის ის დღე, როდესაც უნდა გავიგოთ რა არის რუსეთი.

„დღეს არის დღე, როდესაც უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა 16 წლის წინ; გავიხსენოთ გმირები, რომელთაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი სამშობლო. ამავე დროს, არის დღე, როდესაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა გავიგოთ, რა არის რუსეთი და რის წართმევას ცდილობს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველებისთვის და საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში გავიღოთ”,- აღნიშნა მელიამ.